საქართველოს სამხედრო ისტორია
პროექტის შესახებ
პროექტის შესახებ

საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდი შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტ სივრცეში საქართველოს სამხედრო ისტორიის წარმოჩენას, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციას და სამხედრო-პატრიოტული ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, გვერდზე წარმოდგენლია ინფორმაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ქართული იარაღ-საჭურველის, საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული პირების შესახებ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განყოფილებაში განთავსებული ინფორმაცია მომზადებულია ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის მიერ. გვერდის გაფორმება განხორციელდა საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოარქივებით. 

ქართული იარაღ-საჭურველის განყოფილებისთვის ინფორმაცია მოამზადა ისტორიკოსმა მამუკა ქაფიანიძემ. 

გვერდზე განთავსებული ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული პირების შესახებ წარმოადგენს გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ გაციფრულებულ ვერსიას.

სამომავლოდ, გვერდზე იგეგმება საქართველოს მონაწილეობით წარმოებული ომებისა და საბრძოლო მოქმედებების ანალიზის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, ღვაწლმოსილი ქართველი სამხედრო პირების ბიოგრაფიებისა და „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის" ელექტრონული ვერსიის განთავსება.

 

 

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები