მე, მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, აღვთქვამ საჯაროდ და რაზმის დროშის წინაშე, რომ შემოვედი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში ვემსახურო სამშობლოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ეს შეეფერება პატიოსან, ერთგულ და მედგარ რესპუბლიკის ჯარის კაცს; ყოველგვარ გაჭირვების და ნაკლულოვანების მიუხედავათ, მოვალე ვარ დავიცვა საყვარელი სამშობლო ჩემი - საქართველო - უკანასკნელ სისხლის წვეთამდე, როგორც გარეშე, ისე შინაურ მტრებისგან. ამიტომ მოვალე ვარ ვიყო ერთგული, სამართლიანი, თავგანწირული და უცილობელი შემსრულებელი უფროსთა ბრძანებებისა, რომელნიც შეეხებიან რესპუბლიკის სარგებლიანობას და მთავრობის მოთხოვნილებათ. ზემოაღნიშნულ ფიცს დაურღვევლად და სავსებით შესრულებას სრულ მოქალაქეობრივ შეგნებით ვაწერ ხელს.
პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დროშა. აღდგენილია გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიერ.