საქართველოს სამხედრო ისტორია
მეფეთა თოფები

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოლოგიისა და ახალი ისტორიის კოლექციების იარაღის ფონდში ოთხ ათასამდე ექსპონატია. მათგან ათასზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას ქართველ მეფეთა თოფები იქცევს.

ფონდში დაცულია მეფე ბაქარის, არჩილის (ფეოდალური ხანის კოლექციები), ერეკლე II-ის (ორი თოფი), სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის და გიორგი XII-ის თოფები.

მემორიალური იარაღის უმრავლესობას ამშვენებს ქართული წარწერა, საიდანაც მფლობელის ვინაობა დგინდება. წარმოდგენილი თოფების ქრონოლოგიური ჩარჩო XVII-XIX საუკუნეებით განისაზღვრება. XVIII საუკუნიდან საქართველოში იწყება ცეცხლსასროლი იარაღების წარმოება და იქმნება თოფ-დამბაჩების ზოგადი კავკასიური ტიპი, სადაც საპატიო ადგილი  ქართულ იარაღს უჭირავს. უნდა აღინიშნოს, რომ მეფეთა თოფების უმეტესობა საქართველოშია დამზადებული, იმპორტირებულ (ყირიმი, ევროპა) ლულებზე. მეფეთა თოფები ქართული ცეცხლსასროლი იარაღის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები