დასარტყამ იარაღთა კატეგორიაში ჩვენ ასევე განვიხილავთ „საცერულებს“. „საცერული“ („სათითენი“) - აერთიანებს მცირე ზომის ბეჭდისმაგვარ კასტეტთა, საცემ, სასერ და საჩხუტ ნაირსახეობებს. ეს იარაღი მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული. უკანასკნელ დრომდე მისი ხმარების ტექნიკა და ილეთები ხევსურეთმა შემოგვინახა. ცალ თითზე წამოსაცმელი „სათითე“ საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად ირჩევდა და ალბათ ამ გარემოებით აიხსნება მისი ასეთი მრავალგვარობა. მარტო ხევსურეთში „საცერულის“ ათამდე სახეობა არსებობდა, მათ შორის:
ხევსურეთისგან განსხვავებით, მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) „საჯიჯგველებს“, თუშეთში კი დამოწმებულია ოთხთითა „ღაჯიები“.