საქართველოს სამხედრო ისტორია
სახალხო გვარდიელი

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის გამოცემა. ჟურნალი თვეში ორჯერ იბეჭდებოდა. პირველი ნომერი 1920 წლის 12 დეკემბერს, გვარდიის დღეს დაიბეჭდა, ხოლო უკანასკნელი ნომერი - რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, 1921 წლის 15 თებერვალს. სულ ხუთი ნომერი გამოიცა. ჟურნალი, თვდაპირველად, 50 მანეთად, ბოლოს კი 100 მანეთად იყიდებოდა. ჟურნალის პირველი ნომერი 1917 წლის 12 დეკემბერს გვარდიის მიერ თბილისის არსენალის აღებას და ზოგადად, გვარდიის მნიშვნელობას ეძღვნებოდა. ჟურნალში  სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები, მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის ლექსები იბეჭდებოდა. ჟურნალში განთავსებული იყო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სახალხო გვარდიელების მოკლე ბიოგრაფიები და ფოტო სურათები.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები