საქართველოს სამხედრო ისტორია
რესპუბლიკის ჯარი

პირველი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი. გამოიცემოდა 1918-1919 წლებში. სულ 17 ნომერი დაიბეჭდა. ჟურნალის ერთი ნომერი 1 მანეთად და 50 კაპიკად იყიდებოდა. ჟურნალში ქვეყნდებოდა სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანებები. მასში იბეჭდებოდა პროპაგანდისტული ხასიათის შეგონებები და ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა ურთიერთობას, დემოკრატიულ სახელმწიფოში სამხედრო სამსახურის მნიშვნელობას, დისციპლინისა და დეზერტირობის პრობლემას. ჟურნალში განთავსებული იყო რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური მმართველობის ფოტოები, მასალები საქართველოს და მსოფლიოს სამხედრო ისტორიიდან, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა. განიხილავდნენ სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები