საქართველოს სამხედრო ისტორია
ტანკები

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს 1920 წლიდან შეიარაღებაში ჰქონდა იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე საბრძოლო მანქანა - ტანკი. ტანკები ქართულ სახელმწიფოს ხელში 1920 წლის გაზაფხულზე ჩაუვარდა, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ბოლშევიკებმა დენიკინის ნაწილები დაამარცხეს და გენერლების - დრაცენკოსა და ერდელის შენაერთებმა საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნირება მოითხოვეს.  რესპუბლიკის მთავრობამ მათ ნება დართო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ, მაგრამ შეიარაღება, მათ შორის ორი „Mark V“ მოდელის ტანკი, ჩამოართვა. ტანკები შეიყვანეს სახალხო გვარდიის ჯავშნოსან შენაერთში, თუმცა ორივე ტანკის ამორტიზებული მდგომარეობის გამო, მათი შეკეთება ადგილობრივი ძალებით ვერ მოხერხდა.

 

ოკუპაციის შემდეგ, რუსებს თბილისის სარკინიგზო სადგურიდან მიაქვთ ქართული არმიის ორი სარემონტო ტანკიფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები