საქართველოს სამხედრო ისტორია
ჯავშანავტომობილები

პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შემადგენლობაში  ჯავშანავტომობილთა ასეულები ირიცხებოდა. საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილია 7 ჯავშნოსანი ავტომობილი და მათთვის დარქმეული სიმბოლური სახელები, რომლებიცაა „სამშობლო“, „საქართველო“, „ბრძოლა“, „სახალხო გვარდიელი“, „პროლეტარი“, „ინტერნაციონალი“ და „გლეხი“. აღნიშნული ჯავშნოსნებიდან ერთი - ,,პროლეტარი" იყო ქვემეხითა და ტყვიამფქრვევებით აღჭურვილი რუსული წარმოების მძიმე ჯავშნოსანი „Garford-ი“, ოთხი ბრიტანული წარმოების მეორე და მესამე სერიის „Austin-ი“, ერთი ამრიკული სატვირთო ავტომობილის „Pierce-Arrow-ს“ ბაზაზე იჟორსკის ქარხანაში აწყობილი ჯავშნოსანი ავტომობილი და ერთი - „საქართველო“, კუსტარულად დაჯავშნული „Napier-ის“ მსუბუქი ჯავშანავტომობილი.

 

ქართული არმიის ჯავშანმანქანები აღლუმზე რუსთაველის გამზირზე, 1920 წლის 12 დეკემბერი. წინ გადაადგილდება ქვემეხითა და სამი ტყვიამფქრვევით შეიარაღებული მძიმე ჯავშნოსანი Garford-ი, ხოლო მას მოყვება ორი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი Austin-ის მეორე სერიის ჯავშანმანქანა. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, საბრძოლო მანქანებს, მისი არსებობის მანძილზე წარმოებულ თითქმის ყველა ბრძოლაში იყენებდა: 1918-1919 წლებში, აფხაზეთისა და სოჭის ფრონტზე, ჯერ ბოლშევიკების და შემდეგ, დენიკინის ძალების წინააღმდეგ, 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხის ფრონტზე, სერვერ-ბეგ ათაბაგის ამბოხების წინააღმდეგ, თუ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომში.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები