საქართველოს სამხედრო ისტორია
ჯავშანმატარებლები

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკაში ჯავშანმატარებლები, ჯავშანავტომობილები და ტანკები შედიოდა.

ჯავშანმატარებელთა რაზმი სახალხო გვარდიის რეგულარულ შენაერთებში შედიოდა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე შენაერთს წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რაოდენობის ჯავშნოსანი მატარებელი ირიცხებოდა. ცნობილია ოთხი ჯავშნოსანი მატარებლის სახელი, რომლებიცაა „რესპუბლიკელი“, „მუშა“, „სიკვდილი ან გამარჯვება“ და „თავისუფლების სიმაგრე“.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშანმატარებელი. ზემოთ ცენტრში ბინოკლით რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

თავდაპირველად, თითოეულ ჯავშანმატარებელზე დაყენებული იყო ორი  76,2 მმ-იანი 1904 წლის მოდელის სამთო ქვემეხი (სროლის რადიუსი 4 – 4,2 კმ) და 12 ტყვიამფრქვევი. მოგვიანებით, გვარდიელებმა ჯავშანმატარებლების საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდეს - ქვემეხების რაოდენობა 3-4-ზე, ხოლო ტყვიამფრქვევების რაოდენობა 12-დან - 14-25-ზე აიყვანეს.

ქართულმა ჯავშანმატარებლებმა პირველი რესპუბლიკის დროს წარმოებულ არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიჩინა თავი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები