საქართველოს სამხედრო ისტორია
არტილერია

პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, რუსული არმიისაგან მემკვიდრეობით, ძირითადად, 1900 და 1902 წლის ნიმუშის 3 დიუმიანი (კალიბრი 76,2 მმ) საველე ქვემეხები, 1904 და 1909 წლის ნიმუშის 3 დიუმიანი (კალიბრი 76,2 მმ) სამთო ქვმეხები, 1904, 1905 და 1909 წლის ნიმუშის 48 ხაზიანი (კალიბრი 122 მმ) ჰაუბიცები და 45 ხაზიანი (კალიბრი 114 მმ) ბრიტანული ჰაუბიცები დარჩა. საველე ქვემეხების სროლის მანძილი 7,5-8,5 კილომეტრს აღწევდა, ხოლო სამთო ქვემეხების - 4,1-8,4 კილომეტრს.

 

ქართველი არტილერისტები 76,2 მილიმეტრიანი 1909 წლის ნიმუშის სამთო ქვემეხთან. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

როგორც საარქივო დოკუმენტები გვიჩვენებს, დამოუკიდებლობის პერიოდში, შეიარაღებული ძალები  საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების დიდ ნაკლებობას განიცდიდა. კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, ოლივერ უორდროპი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წლის 7 იანვარს წერდა, რომ ქართველებს, იმისათვის რათა ბოლშევიკების 60 000-იანი არმიისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, რომლის რიცხოვნება 100 000-მდე შეიძლებოდა გაზრდილიყო, 44 საარტილერიო დანადგარი სჭირდებოდათ, თითო სამთო არტილერიის დანადგარზე 2000, ხოლო დანარჩენზე - 1000 ჭურვით, რაც მთლიანობაში 56 000 ჭურვს უდრიდა.

1920 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა შტაბმა დეტალური ჩამონათვალი შეადგინა, თუ რა სჭირდებოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველადი საჭიროების შესავსებად და 75 000 მებრძოლის მობილიზაციის განსახორციელებლად.  ანგარიშის მიხედვით ჩანს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ამ მიზნით, 126 სხვადასხვა დანიშნულებისა და კალიბრის ქვემეხი ესაჭიროებოდა, 342 500 ჭურვით.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები