პარმენ ჭიჭინაძე 1873 წელს დაიბადა. ახალგაზრდობიდან ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. პარმენ ჭიჭინაძე, 1920 წლის 3 დეკემბერს, სამხედრო მინისტრად დაინიშნა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა და 1921 წლის აპრილში, ავადმყოფობით გარდაიცვალა. მის დაკრძალვას საქართცელოში ერთ-ერთ პირველი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია მოჰყვა.