საქართველოს სამხედრო ისტორია
სამხედრო ბიუჯეტი

1918-1919 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 663 507 169 მანეთი შეადგინა, რომლიდანაც სამხედრო სამინისტროს  201 021 373 მანეთი (30.29%) მოხმარდა.

1919-1920 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა (ინფლაციის გათვალისწინებით) 3 252 813 000 მანეთი შეადგინა, რომლიდანაც სამხედრო სამინისტროს 1 196 511 000 (36,56%) მოხმარდა.

1920-1921 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 8 552 414 700 მანეთით დაიგეგმა, რომლიდანაც სამხედრო სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 1 862 279 000 მანეთი (21.7 %). სამხედრო ბიუჯეტიდან რეგულარული ჯარისთვის განკუთვნილი იყო 1 443 880400 მანეთი, ხოლო სახალხო გვარდიისთვის - 419 089 000 მანეთი.

სამხედრო სამინისტროს დაფინანსების პროცენტული შემცირება განპირობებული იყო, ახალი - მომარაგების სამინისტროს შექმნით, რომელსაც სახელმწიფო  ბიუჯეტის 30.1 % - 2 579 414 700 მანეთი გადაეცა, თუმცა აღნიშნული თანხის თითქმის მესამედს მომარაგების სამინისტრო ისევ თავდაცვის საქმეს ახმარდა.

მაღალი პროცენტული მონაცემების მიუხედავად, აღნიშნული ფინანსური სახსრები შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნიდა, რაც ნათლად აჩვენებდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს.

 

ოფიცერთა და ჯარისკაცთა ხელფასები და საკვები პროდუქტების ფასები (მანეთებში)

 

1919 წლის ბოლოს

გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადის მეთაური - 4500

ბრიგადის მეთაურის თანაშემწე - 4050

ბატალიონის მეთაური - 3750

ასეულის უფროსი - 2700

ასეულის უმცროსი ოფიცერი - 2000

ზევადიანი უნტერ-ოფიცერი - 800-100

სავალდებულო სამსახურის უნტერ-ოფიცერი -120-200

რიგითი - 100

 

სახალხო გვარდიის ანაზღაურება 1919 წლის ბოლოს

 

მთავარი შტაბის წევრი - 4500

ბატალიონის მეთაური -3300-3750

ასეულის უფროსი -2700

უმცროსი ოფიცერი -2000.

უნტერ-ოფიცერი -800-900

რიგითი გვარდიელი - 750

 

ჯარისკაცთა და ოფიცერთა კვების რაციონი

 

ჯარისკაცის დღიური ულუფა. მისხალი = 1/20 ლიტრი, გირვანქა = 0,45 კილოგრამი.

  • პური - 2 გირვანქა
  • ხორცი - ½ გირვანქა
  • ბრინჯი, მუხუდო, მაკარონი, ლობიო, ოსპი (ერთ-ერთი) - 8 მისხალი
  • ქონი - 6 მისხალი
  • შაქარი - 8 მისხალი
  • ბოსტნეული გამხმარი - 4 მისხალი ან კარტოფილი, კომბოსტო - 60 მისხალი
  • პილპილი - 1/6 მისხალი
  • მარილი - 8 მისხალი
  • მოსაკიდებელი ფქვილი - 4 მისხალი

მენიუს მრავალფეროვნების მიუხედავად, ჯარისკაცები ხშირად მხოლოდ ლობიოს, ჭადსა და ჩაის მიირთმევდნენ, ხოლო ხორცსა და სხვა პროდუქტებს იშვიათად. ნიშანდობლივია, რომ ქართულ ჯარში შიმშილობას ადგილი არ ჰქონია.

 

ფასები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე, 1919 წლის ბოლოს და 1920 წლის დასაწყისში

 

პური (გირვანქა) – 6-10

ხორცი  - 10-15

ზეთი - 40-60

ლობიო - 5-9

კარტოფილი - 4-6

ყველი - 30-41

მარილი 3-5

ხახვი -2-4

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები