საქართველოს სამხედრო ისტორია
სახალხო გვარდიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა და სტრუქტურა
სახალხო გვარდიის პირადი შემადგენლობის რაოდენობა და სტრუქტურა

სახალხო გვარდიის შემადგენლობაში არსებული სამხედრო ნაწილები იყოფოდა რეგულარულ და არარეგულარულ შენაერთებად. 

გვარდიის რეგულარული შენაერთები 1918-1919 წლებში

საგანგებო ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო შენაერთი, ტყვიისმფრქვეველთა ასეული, ჯავშანმატარებლების რაზმი, ჯავშანმანქანების რაზმი, ცხენოსანი დივიზიონი, მეტყვიამფრქვევე-მოტოციკლისტთა რაზმი.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 1673-2045.   

1918-1919 წლებში გვარდიაში, რაიონების მიხედვით, ათზე მეტი სარეზერვო ბატალიონი ირიცხებოდა. ბატალიონებში, მშვიდობიანობის პერიოდში, რამდენიმე ათეული ოფიცერი მსახურობდა, ხოლო ომის დროს, რაიონის სახალხო გვარდიელები, ბატალიონების პირად შემადგენლობას რამდენიმე ასეულამდე ზრდიდნენ. 1918-1919 წლებში სარეზერვო ბატალიონების სამობილიზაციო შესაძლებლობები 7000-8000 სამხედრო მოსამსახურეს უდრიდა.

1919 წელს უფრო დეტალურად განისაზღვრა გვარდიის რეგულარული და არარეგულარული შენაერთების შტატი.

 

რეგულარული შენაერთები

 

საგანგებო ქვეითი ბატალიონი

სამი ქვეითი ასეული, ტყვიისმფრქვეველთა ასეული, მეკავშირეთა ასეული.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 538 სამხედრო მოსამსახურე.

 

სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი

ცხენოსანთა ორი ესკადრონი, ტყვიისმფრქვეველთა და მესანგრეთა მცირე ასეულები,  არტილერიის ერთი მწყობრი (2 ქვემეხი).

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 456 სამხედრო მოსამსახურე.

ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადა

ორი მსუბუქი საველე ბატარეა, ორი სამთო ბატარეა, ერთი ჰაუბიცების ბატარეა.

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 612  სამხედრო მოსამსახურე.

შეიარაღება - 20 ქვემეხი.

 

გვარდიის საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 157 სამხედრო მოსამსახურე.

 

ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდი

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 89 სამხედრო მოსამსახურე.

შეიარაღება - 4 ჯავშნოსანი ავტომობილი

1920 წლიდან სახალხო გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა და სატანკო დივიზიონი შეიარაღება - 4 ჯავშნოსანი ავტომობილი და 2 ტანკი.

 

გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმი

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 114 სამხედრო მოსამსახურე.

შეიარაღება - 2-4  ჯავშანმატარებელი.

 

სახალხო გვარდიის საინჟინრო გუნდი

პირადი შემადგენლობის რიცხვი - 77 სამხედრო მოსამსახურე.

 

არარეგულარული შენაერთები

 

19 ბატალიონი

პირადი შემადგენლობის რიცხვი მშვიდობიანობის პეროდში - 1350.

პირადი შემადგენლობის რიცხვი ომის დროს - 11 000.

მთლიანობაში, 1919-1921 წლებში, გვარდიის სამობილიზაციო შესაძლებლობები 10-15 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები