საქართველოს სამხედრო ისტორია
სამხედრო წოდებები

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ოფიცრები, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იმ წოდებებით მსახურობდნენ, რაც მათ რუსულ არმიაში გააჩნდათ. თავდაპირველად, მათი წოდებების მომატება დამსახურების მიხედვით ხდებოდა. 1919 წლის 31 ივლისს მიღებული კანონის „სამხედრო პირთა ხარისხების შესახებ დებულების შეცვლის“ თანახმად, საქართველოს რეგულარულ ჯარში სამხედრო წოდების მინიჭება თანამდებობის შესაბამისად ხდებოდა. რეგულარულ ჯარში ოფიცერთა შემდეგი თანამდებობები დაწესდა:

  • გენერალი - პირი, რომელიც მეთაურობდა ბრიგადას ან ეკავა უფრო მაღალი თანამდებობა, ან ეკავა თანაბარი თანამდებობა სამხედრო უწყების სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში.

  • პოლკოვნიკი - ერთეულის უფროსი, ან პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა ეკავა სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში.

  • მაიორი - ერთეულის უფროსის თანაშემწე, დამოუკიდებელი ნაწილის უფროსი და  პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა ეკავა სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში.

  • კაპიტანი - გუნდის (ასეული) უფროსი ან პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა ეკავა სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში.

  • უფროსი ლეიტენანტი - გუნდის უფროსი ოფიცერი.

  • ლეიტენანტი - ყველა სხვა უმცროსი ოფიცერი.

რიგითი ჯარისკაცების შემადგენლობაში უნტერ-ოფიცრები მოიხსენიებოდნენ, როგორც ნაცვლები.

სახალხო გვარდიაში არ არსებობდა ოფიცერთა წოდებები და მეთაურები ქვედანაყოფების მიხედვით იწოდებოდნენ, მაგალითად: ოცეულის მეთაური; ასეულის მეთაური; ათასეულის მეთაური.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები