საქართველოს სამხედრო ისტორია
ალექსანდრე კინწურაშვილი

ალექსანდრე კინწურაშვილი 1900 წლის 1 აპრილს, ქუთაისში დაიბადა. 1919 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-2 გიმნაზია. სამხედრო სკოლაში 1920 წელს ჩაირიცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, იყო უმცროსი კურსის მე-3 განყოფილების ქვეითი იუნკერი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ალექსანდრე კინწურაშვილი ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა საფრანგეთის სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს, იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში. მონაწილეობდა ელ-ალამეინის ბრძოლაში. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენი. თადარიგში 1950-იან წლებში, კოლონელის (პოლკოვნიკის) წოდებით გავიდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. ალექსანდრე კინწურაშვილი 1976 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები