საქართველოს სამხედრო ისტორია
ზურაბ გვენეტაძე

1987 – 2008

კაპრალი

პატარა ასაკის მიუხედავად, ისიც სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. სურდა, მალე მიეღწია ოფიცრის წოდებისთვის და მერე კიდევ უფრო სერიოზული და საინტერესო მიზნები დაესახა.

ზურამ იცოდა, რომ ოცნების ასახდენად ბევრი მუშაობა დასჭირდებოდა. მისი დის ირინას განმარტებით, ამერიკაში რეინჯერების სკოლაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და საბოლოოდ სურდა, ისეთი გენერალი გამხდარიყო, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ გამარჯვებები იქნებოდა.

მაგრამ 2 მაისს, ერაყში, ხელნაკეთ ბომბზე, მეგობართან, ლეიტენანტ გიორგი მარგიევთან ერთად აფეთქდა.

ზურაბს თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდა, სულ ვარჯიშობდა, თუმცა, თუ დროს გამონახავდა, საყვარელ ფილმებს უყურებდა. ბუნებით რომანტიკოსი იყო, კეთილი და გულისხმიერი.

ერაყში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს. იცოდა, რომ თავისი გადაწყვეტილებით მათ გულს ატკენდა. ხელშეკრულება ჩუმად გააფორმა და საყვარელი ადამიანები უკვე ფაქტის წინაშე დააყენა.



გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები